მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ყიდულობს m2-ის პროექტებში ბინებს?

6485f016ca31d
თათია ჩაფიჩაძე
11.06.23 19:30
4130
„ბოლო 4წელში ჩვენთან გაყიდული ბინების 85% მოდის საქართველოს მოქალაქეებზე“ - ეს განცხადება „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას m2 -ის გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეების წილი საერთო გაყიდვებში 2%-ს არ აღემატება. ასევე 2%-ია აშშ-ს მოქალაქეთა მხრიდან შეძენილი ბინების რაოდენობაც.

რაც შეეხება მიზნობრიობას, m2-ის პროექტებში შეძენილი ბინების 30% საინვესტიციო მიზანს ემსახურება, დანარჩენი კი 70% კი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე მოდის.

„ძალიან საინტერესო სტატისტიკა გვაქვს იმაზე, თუ ვინ ყიდულობს ბინებს ჩვენთან. თუ ადრე ჩვენი ბინების 80% იყიდებოდა ხალხზე, რომლებიც იყვნენ სადმე დასაქმებულები, დღეს ეს სტატისტიკა შემცირებულია 40%-მდე. გაზრდილია მათი წილი ვისაც საკუთარი ბიზნესი აქვს და გაზრდილია მოთხოვნა ემიგრანტების მხრიდან, ადრე თუ იყო 5-8% დღეს 18-20% გაყიდულ ბინების მოდის სწორედ მათზე. ეს გამოწვეულია იმითაც, რომ ჩვენ მათზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ.

2019 წლიდან დღემდე, ანუ ბოლო 4 წელში ჩვენთან გაყიდული ბინების 85% მოდის საქართველოს მოქალაქეებზე, დანარჩენი 15% სხვა ქვეყნებზე. 4%-ია აშშ, 2% რუსეთი, 1% ისრაელი, ასევე 1% იტალია და დანარჩენი თანაბრად ნაწილდება სხვადასხვა ქვეყნებზე. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთის და ამერიკის მოქალაქეები არიან ეროვნებით ქართველები.

რაც შეეხება მიზნობრიობას, ერთი არის საინვესტიციო მიზნით. ლოიალური მომხმარებლები გვყავს, რომლებიც ყიდულობენ „პრესეილზე“ მათ იციან, რომ ეს ფასი შემდეგ გაიზრდება და აქვთ მოგება, შემდგომ ან აქირავებენ და ან ყიდიან, ჩვენ გვყავს ხალხი ვისაც 15, 30, 40 ბინა აქვთ. ეს კატეგორიაა 30%. ასევე ყიდულობენ ბინებს საცხოვრებლის გაუმჯობესების მიზნით. ანუ ყიდიან თავისას და ჩვენთან ყიდულობენ უკეთესს და მესამეა ისინი, ვისაც ცალკე სურთ ცხოვრება.“ - აღნიშნა ნიკოლოზ მეძმარიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები