მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული ავტობუსების პარკი მგზავრთნაკადს უმკლავდება - მერია

632acf51ea702
მარიამ იზორია
21.09.22 14:03
1675
თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული სამსახურის ხელმძღვანელი, ვიქტორ წილოსანი bm.ge-სთან აღნიშნავს, რომ ამ დროისთვის სატრანსპორტო სისტემა გამტარუნარიანობის პრობლემა არ აქვს და არსებული ტრანსპორტი მგზავრთნაკადს უმკლავდება.

ვიქტორ წილოსანის განმარტებით, ჯერჯერობით 18-მეტრიანი ავტობუსების დამატების საჭიროება არ დგას და ინფრასტრუქტურული სამუშაოების დასრულების შემდეგ, მომდევნო წლის ბოლომდე 18-მეტრიანი ავტობუსები ეტაპობრივად დაემატება.

„დღეს არსებული ავტოპარკით მგზავრთნაკადის მომსახურება შეგვიძლია. შეფერხებები პიკურ პერიოდში ყველაზე დატვირთულ ხაზებში ხდება. ჩვენ დაგეგმილი რაც გვაქვს, იმის ნახევარს ვემსახურებით, რადგან ავტობუსი დაგეგმილ დროში სრულ ბრუნს ვერ ასრულებს.

ახლა რომც გვყავდეს 18-მეტრიანი ავტობუსები, ვერ გავუშვებთ, რადგან კოლაფს შექმნის იმ ადგილებში, სადაც გამტარუნარიანობის პრობლემა ისედაც არის. დაგეგმილი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდება, ამ პერიოდის შემდეგ კი, მომდევნო წლის ბოლომდე 18-მეტრიანი ავტობუსების მიწოდება მოხდება. დღეის მდგომარეობით, სისტემას არ აქვს გამტარუნარიანობის პრობლემა, 18-მეტრიანი ავტობუსები დამატებითი ქსელის შექმნის მიზნით იმ ადგილებში დაემატება, სადაც მაღალი სიხშირე იქნება“, - განმარტავს ვიქტორ წილოსანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები