მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებული სიტუაცია შრომის ბაზარზე ნეგატიურად აისახება - მედეა ტაბატაძე

მედეა ტაბატაძე

"ახლანდელი მოვლენების ფონზე, მაქვს განცდა, თითქოს ყველაფერი გაჩერდა", - ამის შესახებ საკონსულტაციო და კვლევითი კომპანია Insource-ის მმართველმა პარტნიორმა, მედეა ტაბატაძემ განაცხადა. როგორც მან "საქმის კურსის" ეთერში აღნიშნა, კომპანიები თანამშრომლების აყვანისგან თუ მათი განვითარებისგან თავს იკავებენ,

"ორგანიზაციები სიფრთხილეს იჩენენ, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციისგან, ახალი ადამიანების დასაქმებისგან. თავს იკავებენ, ინვესტიცია ჩადონ თანამშრომლების უნარებისა და ცოდნის გაუმჯობესებისგან. ეს [მიმდინარე პროცესების] გავლენა უკვე ჩანს, შედეგები ჩანს და დასაქმების ბაზარზე აისახება", - განაცხადა მან.

ამასთან, მედეა ტაბატაძე არ გამორიცხავს, რომ დასავლეთისგან იზოლაციის გამო, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმება გაუჭირდებათ.

"საქართველოს მოქალაქეები უცხოურ კომპანიებში დისტანციურად მუშაობენ. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები დიდ და შთამბეჭდავ კომპანიებში საქმდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენი მოცემულობა ამ ყველაფერზე დიდ გავლენას იქონიებს, რადგან ბევრი სირთულე, შეიძლება, წარმოშვას. ფიზიკური სამუშაოების შესასრულებლადაც, თუნდაც პოლონეთსა და გერმანიაში, წასვლა გაჭირდება. თუ ქვეყანა ევროინტეგრაციას არ აპირებს და არ გამოხატავს დემოკრატიულ საზოგადოებას, ხალხს ევროპულ ქვეყნებში დასაქმება გაუჭირდება", - აღნიშნა მედეა ტაბატაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები