მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არტ რაჭამ" პირველ დამსვენებლებს უმასპინძლა - როგორია სასტუმროს გეგმები?

სასტუმრო არტ რაჭა

რაჭაში მდებარე სასტუმრო „არტ რაჭამ“ წლევანდელ ზაფხულის ტურისტულ სეზონზე პირველ დამსვენებელს უმასპინძლა. საოჯახო სასტუმრო დაახლოებით 18 ადამიანზეა გათვლილი და ის დამსვენებელს სასტუმროში განთავსებასთან ერთად, ტურებსა და მასტერკლასს, ასევე რაჭულ სამზარეულოს სთავაზობს. რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, სასტუმროში განთავსების ღირებულება 90 ლარიდან 180 ლარის ფარგლებში მერყეობს.

როგორც გადაცემა „ქალების ნარატივის“ ეთერში სასტუმროს დამფუძნებელმა მარიამ ჭარხალაშვილმა ისაუბრა, პირველი სეზონი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და სასტუმროს დატვირთულობა დამაკმაყოფილებელი იყო.

„სასტუმროს გახსნის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა. თავდაპირველად ეს გადაწყვეტილება უამრავ გამოწვევასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ გახსნის პროცესი რამდენჯერმე გადაიდო. საბოლოოდ, რამდენიმე საგრანტო კონკურსში მივიღეთ მონაწილეობა და იდეა განვახორციელეთ.

პირველი სეზონი წარმატებული აღმოჩნდა, გვყავდა, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო დამსვენებელი. აქტიურობდნენ ევროპელი ვიზიტორები“, - აღნიშნავს მარიამ ჭარხალაშვილი.

„არტ რაჭას“ დამფუძნებელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, გეგმაშია კოტეჯის და კვების ობიექტის დამატება, - „სამომავლოდ გაფართოების სურვილი გვაქვს. გეგმაშია კოტეჯის და კვების ობიექტის ამოქმედება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები