ბრენდირებული უნიფორმებისა და აქსესუარების მწარმოებელი კომპანია "არტე" ბაზარზე ორი წლის წინ გამოჩნდა და მალევე, საკმაოდ ბევრი მომხმარებლის მიზიდვა მოახერხა. ამჟამად, "არტეს" მომხმარებლებში საქართველოში არსებული საკმაოდ მსხვილი ბრენდებიც ხვდებიან და მათი რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. სამომავლო გეგმებიც დიდი და ამბიციური აქვთ და უახლოეს მომავალში საწარმოო ხაზის გაფართოებას გეგმავენ. სიახლეებს შორის არის ასევე გაციფრულებაც, რომლის პროცესიც აქტიურ ფაზაშია.
სტუმარი: ნინო გიგინეიშვილი - ARTE-ს დამფუძნებელი.
#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად