მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთ ქვეყანაში ტურიზმი ომის პირობებში არ ვითარდება - ლევან დავითაშვილი

ლევან დავითაშვილი

ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ტურიზმის მსოფლიო დღის კომენტირებისას განაცხადა. საქმე ის არის, რომ ტურიზმის მსოფლიო დღის მთავარი თემატიკა "მშვიდობა და ტურიზმია". ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ალბათ, სიმბოლურია.

„ეს თემატიკა საქართველოსთვის ძალიან აქტუალურია. ზოგადად, საქართველოსთვის მშვიდობის თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ბოლო ათწლეულების განმავლობაში რამდენიმე ომი გადახდა თავს და რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია ომის პრობლემები, გამოწვევები, ტრაგედიები. ასე რომ, ალბათ, ყველაზე უკეთ ვიცით მშვიდობის ფასი. ეს თემა არ არის აქტუალური მხოლოდ ჩვენთვის, არამედ მსოფლიოსთვისაც. ტურიზმი არცერთ ქვეყანაში არ ვითარდება ომის პირობებში. ტურიზმი ვითარდება მხოლოდ მშვიდობის პირობებში.

ტურიზმს გარკვეულწილად აქვს ფუნქცია, რომ მშვიდობას ხელი შეუწყოს და ხალხებს შორის მშვიდობა გაამყაროს. ეს არის ძირითადი თემატიკა. ვფიქრობ, საქართველოსთვის ეს ღონისძიება მნიშვნელოვანია ჩვენი ცნობადობის ამაღლებისთვის. 40-ზე მეტი ქვეყნიდან გვყავს სტუმარი, 150-ზე მეტი დელეგატი. ესენი არიან ინდუსტრიის წამყვანი ინვესტორები, მსოფლიო ტურიზმის მიმართულებით პოლიტიკის შემქმნელი ორგანიზაციები. ვფიქრობ, საქართველოში მათი ყოფნა ჩვენი, როგორც ტურისტული ქვეყნის მნიშვნელობას კიდევ უფრო გაზრდის საერთაშორისო ასპარეზზე”, - განაცხადა დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები