მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არცერთი კანონი არაა იმ ძალის, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადაახვევინოს - კობახიძე

ნინა კობახიძე

BAG-ის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის და „ჯეო ჰოსპიტალსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძის აზრით, არცერთი კანონი არ არის იმ ძალის, რომ საქართველოს ევროპული კურსიდან გადაახვევინოს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „რუსული კანონის“ გამო ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსა და საქართველოს საგარეო კურსის შეცვლასთან დაკავშირებით გაჩენილ კითხვებზე საუბრისას განაცხადა.

ნინა კობახიძის თქმით, მას არ აქვს განცდა, რომ საქართველომ ევროპული გზიდან გადაუხვია და იმედს იტოვებს, რომ ხელისუფლება საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციის ისეთ ფორმას შეარჩევს, რომლითაც ისინი დაიჯერებენ და დარწმუნდებიან, რომ საქართველოს საგარეო კურსი არ შეუცვლია.

„ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ნამდვილად ძალიან სერიოზული მონაპოვარია და არცერთი კანონი არ ღირს იმად, რომ 2024 წლის ბოლოს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები არ დაიწყოს“, - აცხადებს ის.

აღსანიშნავია, რომ განსხვავებით ხელისუფლების წარმომადგენლებისგან, ნინა კობახიძის შეფასებით, აშშ-ის მიერ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრების სანქცირება "სამწუხარო ფაქტია".

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- არაპროფესიონალიზმს ყველა სფეროში...

- თუმცა ახლა ხელისუფლების ბოსტანში ისროლეთ ახლა კენჭი?

- ვინ როგორ გაიგებს...

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები