თბილისში, დიდუბე - ჩუღურეთის რაიონში ართვინის ქუჩაზე ფერდის გამაგრების მიზნით კედლის მოწყობისას ფერდი ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
BM.GE-ს თბილისის მერიაში განუცხადეს, რომ სამუშაოებს კომპანია „ოუ ნი“ აწარმოებდა.
„ართვინის ქუჩა N67-ში, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კომპანია “ოუ ნი” გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობის სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ავარიული ფერდობის მასა ჩამოიშალა და მოიყოლა კომპანიის ორი თანამშრომელი. მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, რომელიც დაადგენს, რამ გამოიწვია ფერდის ჩამოშლა“, - აცხადებენ თბილისის მერიაში.




























