მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ასე თუ ისე, ჩვენს სიტყვას შევასრულებთ" - ფონ დერ ლაიენი უკრაინისთვის €90-მილიარდიანი სესხის გამოყოფაზე

უკრაინა

ევროკავშირი უკრაინისთვის €90 მილიარდი ევროს ოდენობის კრიტიკულად მნიშვნელოვანი სესხის გადაცემას უზრუნველყოფს, მიუხედავად უნგრეთის მცდელობისა, დაბლოკოს აღნიშნული ტრანში.

სრულმასშტაბიანი ომის მეოთხე წლისთავზე კიევში ვიზიტად მყოფმა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა განაცხადეს, რომ ბრიუსელს ვეტოს დასაძლევად ალტერნატიული სამართლებრივი მექანიზმები გააჩნია.

ევროპული გაერთიანები უმაღლესი წარმომადგენლებისთვის მადლობის გადახდის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურებაზე პასუხისმგებლობა სრულად რუსეთს ეკისრება, შესაბამისად, თუ ვიქტორ ორბანი რამით უკმაყოფილოა, მან ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით არა კიევს, არამედ მოსკოვს უნდა მიმართოს.

თავის მხრივ, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მრავალმილიარდიანი პაკეტის დაბლოკვის მიზეზად უკრაინის მხრიდან Дружба-ს (დრუჟბას) მისლადენის საკუთარ ტერიტორიაზე გამავალი მონაკვეთის სარემონტო სამუშაოების ხელის შეშლას ასახელებს. საუბარია მონაკვეთზე, რომელიც 27 იანვარს თავად რუსულმა მხარემ დააზიანა. ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა უნგრეთის ლიდერს შეახსენა, რომ საფრთხის ქვეშ არა ბუდაპეშტის ფინანსები, არამედ დეკემბერში მიღწეული საერთო შეთანხმება დგას. შესაბამისად, ევროკავშირი ორბანის შანტაჟს არ დაექვემდებარება და თავის დაპირებას მაინც შეასრულებს.

ცნობისთვის, მსგავსი წინააღმდეგობების დასაძლევად ბრიუსელმა უკვე არაერთხელ გამოიყენა წევრთა უმრავლესობის თანხმობაზე დაფუძნებული ალტერნატიული ხმის მიცემის მოდელები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები