მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ - კობახიძე "ვეთინგზე"

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო სასამართლო რეფორმის განცორციელების პროცესში იუსტიციის საბჭოს რეფორმირებისას "ვეთინგის სისტემას" არ გამოიყენებს - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც მიუღებელია

„ვეთინგს" რაც შეეხება, მიზანი არის ნათელი, რისთვისაც იქნა გამოყენებული მსგავსი პროცესები 2004 წლამდე, 2004 წლის შემდეგ, იგივე მიზნით სურთ ამ პროცესის დაწყება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ განხორციელდეს პოლიტიკური კონტროლი სასამართლო სისტემაზე, მართლმსაჯულებაზე იმისათვის, რომ მოხდეს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის ხელყოფა, რაც არის ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელი. აქედან გამომდინარე ასეთ მიდგომებს მხარს ვერ დავუჭერთ. არის კონკრეტული ქვეყნები, სადაც დღეს მაგალითად ცნობილი ადეიშვილის მოადგილე ატარებს ვეთინგს, როგორც გაგრძელდება ეს პროცესები შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენთვის ასეთი პროცესები არის აბსოლუტურად მიუღებელი“, - განაცხადა პრემიერმა.

ინფორმაციისთვის, დღეს ევროკავშირის 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირებას საჭიროდ არ თვლის.

"იუსტიციის საბჭოს რეფორმა ითვალისწინებს “ვეთინგის სისტემას”. ეს გულისხმობს იმას, რომ საკონკურსო კომისია, პარლამენტის დადგენილებით, მსჯელობს და ადგენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობას. შემდგომში, პარლამენტი ამ შემადგენლობას ამტკიცებს. ჩვენ შეგვიძლია, რომ ბალკანეთის ქვეყნების გამოცდილება შემოვიტანოთ საქართველოში. მე უმრავლესობას შევთავაზე, რომ მსჯელობა ალბანურ მოდელზე დაგვეწყო, მათ შორის, “ვეთინგის” მიმართულებით, მაგრამ რომ გითხრათ, რაიმე შედეგს მივაღწიეთ, ასე არ იყო. უმრავლესობა ამბობს, რომ იუსტიციის საბჭოს რეფორმა არ სჭირდება და ვენეციის რეკომენდაციების შესრულება სავალდებულო არ არის", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები