მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეკონომიკური ზრდის გამომწვევი კონკრეტული ინიციატივის გახსენება მიჭირს" - BDO-ს მმართველი პარტნიორი ღარიბაშვილზე

ზურაბ ლალაზაშვილი

ეკონომიკური ზრდის გამომწვევი კონკრეტული ინიციატივის გახსენება მიჭირს , - ამის შესახებ BDO-ს მმართველი პარტნიორი, ზურაბ ლალაზაშვილი აცხადებს. BMG-ის კითხვაზე, როგორ აფასებს ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის 3-წლიან პერიოდს, ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი რეფორმები არ ჩატარებულა.

"ბოლო სამი წელი საქართველოს ეკონომიკისთვის კარგი იყო, ეკონომიკა გაიზარდა. ეს რამდენად იყო კონკრეტული ნაბიჯებიდან გამომდინარე, რთული სათქმელია. ამ პერიოდში ბევრ რამ მოხდა: პანდემიის შემდეგ ეკონომიკის გახსნა, რუსეთ-უკრაინის ომი და მიგრანტების დიდი ეფექტი. ეკონომიკის კუთხით, პრემიერის პოლიტიკა რომ ავიღოთ... კონკრეტული ინიციატივა, რამაც ეკონომიკური ზრდა გამოიწვია, მიჭირს გავიხსენო. ეკონომიკისთვის მთავარია, თამაშის წესები ცნობილი იყოს. ცნობილი იყოს რეგულაციები, რომლითაც თამაში ყველას შეუძლია, დაცული იყოს უფლება, დავის შემთხვევაში მარტივი გადაწყვეტა. აქედან ბევრი კვლავ გამოწვევად რჩება", - განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

"ქართული ოცნება" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს 1-ელ თებერვალს წარადგენს. სავარაუდოდ, მთავრობის ახალი მეთაური ირაკლი კობახიძე იქნება. ბიზნესმენი ფიქრობს, რომ ახალი პრემიერის დანიშვნა დიდ ცვლილებებს, სავარაუდოდ, არ გამოიწვევს.

"ვფიქრობ, დიდად არაფერი შეიცვლება. ალბათ, ის პოლიტიკა გაგრძელდება, რომელიც არსებობს. უნდა მოვუსმინოთ რას იტყვის, დაველოდოთ", - აღნიშნა ზურაბ ლალაზაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები