პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შეფასებით, საქართველოს მშენებლობის სექტორში დღეს აღმშენებლობის პერიოდია.
ამის შესახებ მან საქართველოს ბიზესასოციაციის" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც მშენებლობის დარგში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრა.
ირაკლი კობახიძემ არაერთხელ აღნიშნა, რომ მშენებლობა ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სექტორია, რომლითაც საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ.
“ერთი რამ მინდა ვთქვა - პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, მშენებლობა წარმოაჩინონ როგორც რეგრესული მოვლენა, როდესაც თავის დროზე ამას ერქვა აღმშენებლობა. რა თქმა უნდა, მშენებლობა იმ მასშტაბით როგორც დღეს ხორციელდება, ნამდვილად ნიშნავს აღმშენებლობას. ამით სარგებლობენ ჩვენი მოქალაქეები - ეს ხელს უწყობს, ბუნებრივია, ეკონომიკის განვითარებას.
განსაკუთრებით თბილისსა და ბათუმშია მოძველებული საბინაო ფონდი და ხერხდება ჩანაცვლება - ჩვენი მოქალაქეები ყიდულობენ ბინებს, იუმჯობესებენ საცხოვრებელ პირობებს და ასეთი მასშტაბის აღმშენებლობა საქართველოში, ბოლოს ალბათ იყო საბჭოთა პერიოდში და დღეს გვაქვს ასეთი ვითარება, რაც არის ეკონომიკური განვითარების შედეგი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
























