მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ და ბრიტანეთი LNG-ის მიწოდებაზე შეთანხმდნენ - Reuters

636a0cd828b1f
მარიამ ვარადაშვილი
08.11.22 12:04
501
დიდი ბრიტანეთი აშშ-სთან თხევადი ბუნებრივი გაზის [LNG] მიწოდებაზე შეთანხმდა. ინფორმაციას Reuters-ი ბრიტანულ Telegraph-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი შეთანხმების შესახებ გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე სამიტის შემდეგ გამოაცხადებს. თავის მხრივ, ბრიტანეთი იმედოვნებს, რომ აშშ-სგან მომავალ წელს, დაახლოებით, 10 მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის თხევად ბუნებრივ გაზს მიიღებს.

Reuters-ი წერს, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები ბოლო ეტაპზეა და რამდენიმე კვირაში შეთანხმება ოფიციალურად გამოცხადდება. ამ ეტაპზე აშშ-ბრიტანეთს შორის აზრთა სხვადასხვაობა LNG-ის მოცულობაზეა, რის გამოც შესაძლოა, ოფიციალურ განცხადებაში არც იყოს ბუნებრივი გაზის ზუსტი მოცულობა მითითებული.

ომის დაწყების შემდეგ, აშშ ევროკავშირს 15 მილიარდი კუბური მეტრის LNG-ის მიწოდებას დაჰპირდა იმისთვის, რომ გაერთიანება რუსეთის მიერ შექმნილ ენერგოკრიზისს გამკლავებოდა. LNG-ის გაზრდილი მიწოდების მიუხედავად, ევროპაში გაზის ფასი გაიზარდა, რაც გამოწვეული იყო, ერთი მხრივ, პანდემიის შემდეგ ბიზნესის გახსნით, აზიის ბაზარზე LNG-ის გაზრდილი მოთხოვნით, რის გამოც თხევადი ბუნებრივი გაზის შედარებით ნაკლები მოცულობა მიეწოდებოდა ევროპას და რუსეთის მიერ ევროკავშირისთვის გაზის თითქმის შეწყვეტით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები