უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის, გერმანიისა და საფრანგეთის შემდეგ, დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. ბრიტანეთში ზელენსკი პრემიერ-მინისტრს რიში სუნაკს შეხვედება და როგორც BBC წერს, საუბრის ძირითადი თემა კვლავ სამხედრო დახმარება იქნება.
ცნობისთვის, გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა დაადასტურა, რომ უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს გადასცემს.
მანამდე ზელენსკი გერმანიასა და საფრანგეთში იმყოფებოდა. უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტის წინა დღეს, გერმანია უკრაინას დაჰპირდა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ღირებულება 2,7 მილიარდ ევროზე მეტია. ზელენსკი გერმანიაში ჩავიდა იტალიაში ვიზიტის შემდეგ, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტსა და რომის პაპს შეხვდა.