მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში შესაძლოა, ბრიტანული იარაღის წარმოება დაიწყოს - Telegraph

63e9fa237e54f
მარიამ ვარადაშვილი
13.02.23 13:23
614
Telegraph-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანული იარაღი და სხვადასხვა სამხედრო ტექნიკა შესაძლოა უკრაინაში დამზადდეს.

გამოცემა ასევე წერს, რომ ამ საკითხზე ბრიტანეთის სამხედრო წარმოების ხელმძღვანელი პირები კიევშიც იმყოფებოდნენ. ვიზიტის დროს მხარეებმა ლიცენზიის გაცემისა და ერთობლივი წარმოების დაწყების საკითხი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ იარაღთან ერთად უკრაინაში სამხედრო სატრანსპორტო საშუალების წარმოებაც იგეგმება.

გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთსა და პარიზს ეწვია. როგორც ცნობილია, ვიზიტის მთავარი მიზანი დასავლეთისგან დამატებითი სამხედრო დახმარების მიღება იყო, მათ შორის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებისა და შორ მანძილზე მოქმედი იარაღის. უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა ბრიტანეთის პრემიერმა რიში სუნაკმა არ გამორიცხა. მან ასევე დააანონსა უკრაინელი პილოტების სწავლების გეგმა, რომლებიც NATO-ს სტანდარტების საბრძოლო თვითმფრინავების მართვაში უნდა გადამზადდნენ.

უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების შესაძლო გადაცემას რუსეთი უკვე გამოეხმაურა. კრემლის მიერ მართულმა სააგენტო TASS-მა დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს განცხადება გაავრცელა, სადაც წერია რომ თვითმფრინავების უკრაინისთვის გადაცემას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები ექნება. შესაძლო სამხედრო წარმოების დაწყებაზე ბრიტანეთის პრემიერის პრესსამსახური ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს, ისევე როგორც თავდაცვის სამინისტრო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები