აშშ ცენტრალური აზიის 5 ქვეყანასთან - ყაზახეთთან, ყირგიზეთთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და უზბეკეთთან სავაჭრო შეთანხმებას აფორმებს.
როგორც ამერიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების (C5+1) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, ეკონომიკური თანამშრომლობა “ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის” [შუა დერეფანი] განვითარებაზე იქნება ორიენტირებული, რომლის ფარგლებშიც იგეგმება აღნიშნული მარშრუტის დაკავშირება TRIPP-თან (“ტრამპის მარშრუტი საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის”), რომელიც თავის მხრივ, როგორც ცნობილია, აზერბაიჯანსა და სომხეთს დააკავშირებს.
შემავსებელი თუ ჩამნაცვლებელი? - შეცვლის თუ არა "ტრამპის მარშრუტი" “შუა დერეფნის” სტატუსს?
ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ამერიკის მთავრობების ერთობლივ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ისინი აპირებენ: გააგრძელონ ჰარმონიზებული და გამჭვირვალე საბაჟო რეჟიმებისკენ სწრაფვა;
C5+1 ქვეყნებს შორის საავიაციო კავშირის გაფართოება კომერციული და კულტურული კავშირების გასაძლიერებლად; კომერციული კავშირების გაძლიერებას და სამუშაო ძალის პროფესიონალიზაციის მხარდაჭერა საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების გზით, რაც ხელს შეუწყობს ტექნოლოგიების, მოპოვებითი და სხვა სწრაფად მზარდი სექტორების განვითარებას; უსაფრთხო, საიმედო და დივერსიფიცირებული ენერგომომარაგების უზრუნველყოფისკენ სწრაფვას და ენერგეტიკისა და კრიტიკული მინერალების სფეროებში ინვესტიციებისა და ვაჭრობის გაზრდის წახალისებას; C5+1 კრიტიკული მინერალების დიალოგში ჩართულობის გაგრძელებას გეოლოგიური კვლევის, მოპოვებისა და გადამუშავების საინვესტიციო შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით; ვაჭრობისა და ინვესტიციების მხარდაჭერას მაღალმზარდ სექტორებში, როგორიცაა ჰიდროენერგია, ტურიზმი, IT, ელექტრონული კომერცია და სოფლის მეურნეობა და სხვა.
გარდა ამისა, ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ ცენტრალური აზიის ხუთი ქვეყნისა და აშშ-ის ბიზნესფორუმი B5+1 2026 წლის 4-6 თებერვალს ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გაიმართება.




























