მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ და უკრაინა მინერალების გარიგების პირობებზე შეთანხმდნენ

ტრამპი და ზელენსკი

აშშ-მა და უკრაინამ მინერალების შესახებ გარიგების პირობებზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ვაშინგტონში.

უკრაინის იშვიათ მინერალებზე წვდომის შესახებ მოლაპარაკებები დღეების განმავლობაში მიმდინარეობდა, როგორც ფართო მოლაპარაკებების ნაწილი რუსეთის შეჭრის დასასრულებლად და ასევე, მოიცავს აშშ-ს მონაწილეობას უკრაინის აღდგენის ფონდში.

უკრაინელი ოფიციალური პირის ინფორმაციით, პირობები შეთანხმდა მას შემდეგ, რაც „ყველაფერი მიუღებელი ამოიღეს ტექსტიდან და ახლა უფრო ნათლად არის ასახული, თუ როგორ შეუწყობს ხელს ეს შეთანხმება უკრაინის უსაფრთხოებასა და მშვიდობას“.

შეთანხმების დეტალები ჯერ უცნობია, მაგრამ მთავარი პრობლემა იყო ტრამპის ადმინისტრაციის მოთხოვნა უკრაინის იშვიათი მიწებისა და სხვა წიაღისეულის 500 მილიარდი დოლარის წილის შესახებ იმ დახმარების სანაცვლოდ, რომელიც აშშ-მა უკვე გასცა კიევზე, რაზეც ზელენსკი არ დათანხმდა.

"გავიგე, რომ (ზელენსკი) პარასკევს მოვა. რა თქმა უნდა, კარგია, თუ მას სურს ხელი მოაწეროს ჩემთან ერთად და მე მესმის, რომ ეს დიდი გარიგებაა, ძალიან დიდი საქმეა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს ოვალური კაბინეტიდან.

კითხვაზე, თუ რას მიიღებს უკრაინა მინერალების გარიგებაში, ტრამპმა უპასუხა: ”350 მილიარდი დოლარი და უამრავი აღჭურვილობა, სამხედრო ტექნიკა, და ბრძოლის გაგრძელების უფლება“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები