მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს

usa

2026 წლის 4 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საზეიმო თარიღზე სოციალურ ქსელში წერს აშშ-ის საელჩო საქართველოში და აღნიშნავს, რომ აშშ-ს 250 წლის განმავლობაში არასდროს შეუწყვეტია სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ - იმ იდეალებისკენ, რომელზეც ქვეყანა დაფუძნდა.

"ამერიკის შეერთებული შტატები 250 წლისაა!

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან 4 ივლისს აღვნიშნავთ. 250 წლის განმავლობაში არასდროს შეგვიწყვეტია სწრაფვა იმ იდეალებისკენ, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დაფუძნდა: თავისუფლება და დემოკრატია.

ბედნიერი დამოუკიდებლობის დღე!",- წერს საელჩო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები