მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-დან და რუსეთიდან იმპორტი შემცირდა - მთავარი იმპორტიორი ქვეყნები და სასაქონლო ჯგუფები

იმპორტი

საქართველოში, 2024 წლის 5 თვეში იმპორტის მოცულობა 0.7%-ით გაიზარდა და 6.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

2024 წლის იანვარ-მაისში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.3 პროცენტი შეადგინა. TOP-10 იმპორტიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი, ასეთია:

  • თურქეთი - $1.07 მლრდ. ზრდა 4.7%;
  • რუსეთი - $730.9 მლნ. კლება 6.2%;
  • აშშ - $601.4 მლნ. კლება 20.9%;
  • ჩინეთი - $577.8 მლნ. ზრდა 33%;
  • გერმანია - $401.9 მლნ. ზრდა 4.5%;
  • აზერბაიჯანი - $246.3 მლნ. კლება 11.9%;
  • იტალია - $168.7 მლნ. ზრდა 13.5%
  • იაპონია - $150 6 მლნ. კლება 28.6%;
  • ჰონკონგი - $128.1 მლნ. ზრდა ზრდა 219.3%;
  • საფრანგეთი - $ 123.7 მლნ. ზრდა 10.2%.

ფაქტობრივად უცვლელია სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალიც, რომელთა უმეტესობაც, ზრდის ტემპით ხასიათდება. უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2024 წლის იანვარ-მაისში წარმოდგენილი
იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 967.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი
იმპორტის 15.7 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 513.9 მლნ.
აშშ დოლარით (იმპორტის 8.3 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები
დაფასოებული 265.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 4.3 პროცენტი).

TOP-10 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი:

  • მსუბუქი ავტომობილები - $967 3 მლნ. კლება 23.4%;
  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $513.0 მლნ. ზრდა 28.5%;
  • სამკურნალო საშუალებები - $265.5 მლნ. ზრდა 22.6%;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $215 9 მლნ. კლება 18.4%;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - $140 მლნ. ზრდა 84.9%;
  • სატელეფონო აპარატები - $123.9 მლნ. კლება 17%;
  • სატვირთო ავტომობილები - $82.9 მლნ. ზრდა 43.2%;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - $64.2 მლნ. ზრდა 48.4%;
  • შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $55.2 მლნ. ზრდა 12.1%;
  • სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელებისაგან - $52.1 მლნ. კლება 3.8%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები