მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-დან იმპორტი გაიზარდა, ექსპორტი კი შემცირდა - რომელი კომპანიები ვაჭრობენ ყველაზე მეტს?

საქართველოს დროშა აშშ-ის დროშა

აშშ-საქართველოს სავაჭრო ბრუნვა მზარდია. ოფიციალური სტატისტიკით, 2025 წლის 8 თვეში მაჩვენებელი 34%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 864 მილიონი დოლარის სავაჭრო ბრუნვით, აშშ საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია თურქეთის შემდეგ. აშშ-ზე საქართველოს მთლიანი ექსპორტ-იმპორტის 11.5% მოდის.

იმპორტი აშშ-დან

საგულისხმოა, რომ აშშ-სთან სავაჭრო ბრუნვის უდიდესი წილი იმპორტია, რაშიც მსუბუქი ავტომობილები თამაშობს მნიშვნელოვან როლს.

აშშ ნომერ პირველია საიმპორტო პარტნიორებში. 8 თვის მონაცემებით, იმპორტმა 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 38.7%-იანი ზრდაა. აშშ-ს საქართველოს მთლიან იმპორტში 15.3%-იანი წილი აქვს.

აშშ-დან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

BMG-მ აშშ-დან უმსხვილესი იმპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ-10 იმპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • სს ლუსოლი
  • შპს აირზენა
  • შპს ბი თუ ბი
  • შპს გლობალ აუტო იმპორტ
  • შპს კავკასიის ავტოიმპორტი
  • შპს კარომოტო.ჯე
  • შპს ნათს თაიმ
  • შპს ქარექსპრესსი
  • შპს ქარსინდიგო გე
  • შპს ქარსფეისი

ექსპორტი აშშ-ში

რაც შეეხება ექსპორტს, ამ მხრივ აშშ ძირითად პარტნიორებს შორის ვერ ხვდება. 8 თვეში ექსპორტი წლის ჭრილში 32%-ით შემცირდა და 63 მლნ დოლარი შეადგინა. კლება მათ შორის ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირებამ განაპირობა, რაც ნომერ პირველი საექსპორტო საქონელია.

საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები

BMG-მ აშშ-ის ბაზარზე უმსხვილესი ექსპორტიორების შესახებ ინფორმაცია საქსტატიდან გამოითხოვა. ტოპ-10 ექსპორტიორი იანვარ-აგვისტოში შემდეგია (დალაგებული არაა რეიტინგის მიხედვით):

  • აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი
  • სს აერო-სტრუქტურების ტექნოლოგიები (ციკლონი)
  • შპს არომაპროდუქტი
  • შპს ელბეტრანს
  • შპს ესტემედ
  • შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო
  • შპს პალატი 2022
  • შპს რუსთავის ფოლადი
  • შპს სტიილ ინტერნეიშენელ ტრეიდინგ კომპანი
  • შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები