მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ ეძებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სუნთქავს და მუშაობა შეუძლია - trip.com-ის მარკეტ-მენეჯერი

617bbf6e5d252
ლიკა გურაბანიძე
31.10.21 17:00
6189

“აშშ ეძებს ნებისმიერ ადამიანს, ვინც სუნთქავს და მუშაობა შეუძლია” - ამის შესახებ trip.com-ის მარკეტ-მენეჯერმა გივი ბიწაძემ “FORBES კვირისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, კადრების მოძიება არა მარტო საქართველოში, აშშ-შიც ძალიან გართულებულია, განსაკუთრებით კიტურიზმის სფეროში.

“აშშ-ს მაგალითზე ყოველი მეათე დასაქმებული სტუმარ-მასპინძლობის სექტორში იყო, თუმცა დღეს სასტუმროები და რესტორნები ვერ იხსნებიან, რადგან კადრებს ვერ პოულობენ. გასულ კვირას დენვერის აეროპორტში დასაქმების ფორუმი გამოცხადდა, დაახლოებით 5 000 ადამიანს ელოდებოდნენ, თუმცა მხოლოდ 100 ადამიანი მივიდა. მიზეზი კი ისაა, რომ არავის უნდა დაბალშემოსავლიან სამუშაოზე იმუშაოს, რომელსაც ავიაკომპანიები, საკვები ობიექტები თუ სასტუმროები სთავაზობენ” - განმარტა გივი ბიწაძემ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები