მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ, გაერთიანებული სამეფო, რუსეთი... - TOP 10 სავაჭრო პარტნიორი იანვარში

საგარეო ვაჭრობა

საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 მლრდ 8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 39.3%-ით მეტია.

იანვრის მონაცემებით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები აშშ, გაერთიანებული სამეფო და რუსეთი არიან.

ბრუნვის მიხედვით (ექსპორტის და იმპორტის ჯამით) TOP 10 ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ჩამონათვალი კი შემდეგია:

  1. აშშ - $361.7 მლნ;
  2. გაერთიანებული სამეფო - $267.2 მლნ;
  3. რუსეთი - $203.3 მლნ;
  4. თურქეთი - $196.4 მლნ;
  5. ჩინეთი - $133.7 მლნ;
  6. აზერბაიჯანი - $109 მლნ;
  7. ყირგიზეთი - $75 მლნ;
  8. გერმანია - $68.1 მლნ;
  9. სომხეთი - $50.4 მლნ;
  10. ყაზახეთი - $49.2 მლნ.

შეგახსენებთ, 2024 წელს საქართველოს $23.4 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები თურქეთი, რუსეთი და აშშ იყვნენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები