მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ გმობს ამ ქმედებას... "ოცნებამ" ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას კიდევ უფრო დააშორა - სახდეპი

მეთიუ მილერი

"აშშ გმობს ამ ქმედებას... "ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროინტეგრაციის გზას - ჩვენ ამას გავითვალისწინებთ" - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

ის მწუხარებას გამოთქვამს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ირჩევს იმ გზას, რასაც ქართველი ხალხი.

"საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას იმ "უცხოური გავლენის" კანონზე, რომელიც არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს. აშშ გმობს ამ ნაბიჯს. ამ კანონის მიღებით მმართველმა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო დააშორა ქვეყანა ევროპული ინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც ამ კანონს აპროტესტებს. "ქართულმა ოცნებამ" არ გაითვალისწინა ვენეციის კომისიის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს კანონი მედიის სტიგმატიზებას მოახდენს და ფუნდამენტურ თავისუფლებებს შეზღუდავს. "ქართულმა ოცნების" ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს ტრაექტორიას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას და ევროკავშირში წევრობას. ასევე რისკს უქმნის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებს.

გასულ კვირას სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, რომ ვინც ძირს უთხრის საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს და ინსტიტუტებს, მათი ოჯახის წევრებთან ერთად, შესაძლოა, ვეღარ შეძლონ ამერიკის შეერთებული შტატების ვიზების მოპოვება იმ ახალი პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც კრძალავს შეერთებულ შტატებში მოგზაურობას.

ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდით დგომას, რადგან მათ სურთ დემოკრატიული მომავალი. სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები არ ირჩევენ იმას, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები