აშშ „ჰამასის“ მხარდაჭერისთვის რვა ფიზიკურ პირს სანქციებს უწესებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
სახდეპის ცნობით, აშშ ასევე სანქციებს უწესებს „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მაღალჩინოსნებს, რომლებიც „ჰამასის“ დაფინანსებასა და მომზადებაში არიან ჩართული.
ამას გარდა, აშშ-მა სანქციები დაუწესა ერთ კომპანიას, რომელსაც კავშირი აქვს რეგიონში მოქმედ ტერორისტულ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ჰამასთან“ და „პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან“.
ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტი მილიონობით დოლარის ოდენობის ჯილდოს სთავაზობს „ჰამასის“ აქტივობებისა და ლიდერების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.