მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ი ელექტრომობილების წარმოებაში ჩინეთის როლს ზღუდავს - BBC

აშშ

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ახალი წესი შემოიღო, რომლის თანახმადაც ქვეყანაში წარმოებულ და გაყიდულ ელექტრომობილებში ჩინური კომპონენტების ჩაშენებაზე ლიმიტს აწესებს.

BBC-ის ცნობით, შეზღუდვის მიზანი ამერიკაში საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას ემსახურება, თუმცა კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ მან შესაძლოა ელექტრომობილების ტექნოლოგიების ათვისება შეაფერხოს.

ჩინური კომპანიები ელექტრომობილებში შემავალი ბატარეების და სხვა კომპონენტების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებლები არიან, თუმცა აშშ-ის პოლიტიკოსები ქვეყნის ჩინეთზე დამოკიდებულებას ეკონომიკურ და უსაფრთხოებით რისკებად აღიქვამენ.

კრიტიკის ობიექტები ხდებიან მსხვილი ამერიკული წარმოებებიც, რომლებიც ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობენ.

გასულ წელს კონგრესმა საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებისთვის კომპანიების სახელმწიფო გადასახადები 1 მლრდ-ით შეამცირა. უფრო კონკრეტულად, პროექტი ითვალისწინებდა $7 500-მდე გადასახადის გაუქმებას თითოეულ ელექტრომობილზე, რომელიც აშშ-შია წარმოებული. თეთრი სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონმა აშშ-ს $100 მილიარდამდე კერძო ინვესტიცია მოუტანა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები