მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ანტი-კრიპტო მარეგულირებელი თანამდებობას ტოვებს

გარი გენსლერი

ამერიკის შეერთებული შტატების საფონდო ბირჟებისა და ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი, გარი გენსლერი თანამდებობას ტოვებს.

გენსლერის გადადგომა პირდაპირ კავშირშია საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებასთან, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება გენსლერის განთავისუფლება იყო. საქმე ისაა, რომ გენსლერი კრიპტოაქტივების წინააღმდეგ სკეპტიკურად განწყობილი პირია, რომელმაც SEC-ის ხელმძღვანელობის პერიოდში არაერთი ნაბიჯი გადადგა კრიპტოინდუსტრიის წინააღმდეგ.

მისი შეფასებით, კრიპტოინდუსტრიაში წარმოდგენილი კომპანიებისა და პროექტების უმეტესობა თაღლითური დანიშნულებისაა, ამიტომ საცალო ინვესტორებს კრიპტოაქტივებთან წვდომა შეზღუდული უნდა ჰქონდეს, რასაც ტრამპი არ იზიარებს.

გენსლერის ხელმძღვანელობით, SEC-მა საქმე Binance-ის, Coinbase-ის, FTX-ის, Kraken-ისა და სხვა კრიპტობირჟების წინააღმდეგ აღძრა. გარდა ამისა, ბოლო წლების განმავლობაში მისმა უწყებამ კრიპოტინდუსტრიის წინააღმდეგ რეკორდული მოცულობის ჯარიმები გამოწერა.

ვინ გახდება ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელი, ამ ეტაპზე უცნობია, თუმცა დანამდვილებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ გენსლერის შემცვლელი აუცილებლად კრიპტოინდუსტრიის მხარდამჭერი იქნება, რადგან ტრამპის დაპირება სწორედ ეს იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები