შვედურმა ავტომწარმოებელმა ამერიკულ ბაზარზე დანაკარგები განიცადა. ნოემბერში აშშ-ის ბაზარზე Volvo-მ 60,244 ერთეული ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც ამავე თვის შარშანდელ მონაცემს 10%-ით ჩამორჩება.
როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა განმარტეს, აღნიშნული ცვლილება ავტოინდუსტრიაში არსებულ "ტრანსფორმაციულ და სტრუქტურულ გამოწვევებს" უკავშირდება.
საერთო კლების მიუხედავად, Volvo-მ მოახერხა ელექტრო ავტომობილების გაყიდვების გაზრდა. კერძოდ, ამ მხრივ აღინიშნება 4%-იანი ზრდა. საგულისხმოა, რომ ჯამში ნოემბრის თვეში გაყიდული ავტომობილების 24% ელექტროფიცირებული იყო.
სავარაუდოა, რომ ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების შემცირება აშშ-ის მიერ მათთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების გაუქმებას უკავშირდება.
Volvo-ს ყველაზე პოპულარულ მოდელი ამ თვეშიც XC60 იყო.




























