მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის დახმარება თავდაცვის სამინისტროს - მთავრობამ ახალი საგრანტო შეთანხმებები მოიწონა

თავდაცვის სამინისტრო

მთავრობამ გამოსცა განკარგულება, რომლითაც მოიწონა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის გადაწყვეტილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გრანტების გამოყოფის შესახებ.

შესაბამისი დოკუმენტის თანახმად, საუბარია სამ საგრანტო შეთანხმებაზე: DT-B-WAZ, PB-B-WFJ და PB-B-WFI.

მთავრობის გადაწყვეტილება ეყრდნობა „საქართველოში საგარეო დახმარების კოორდინაციისა და სამინისტროების მიერ გრანტის გაცემის წესის“ შესახებ 2015 წლის დადგენილებას. განკარგულების მიხედვით:

  • მთავრობამ მოიწონა აშშ-ის მიერ ზემოხსენებული საგრანტო შეთანხმებების ფარგლებში დახმარების გადმოცემა;
  • თავდაცვის სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება, „გრანტების შესახებ“ კანონის შესაბამისად, განახორციელოს ამ დახმარების მიღება.

აღნიშნული საგრანტო შეთანხმებები აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის ნაწილია, თუმცა განკარგულებაში გრანტების ზუსტი მოცულობა და მიზნობრიობა დაკონკრეტებული არ არის.

bm.ge დამატებითი კითხვებით უწყებას დაუკავშირდება.

"ოცნების მიერ" 2025 წელს მიღებული ცვლილებების მიხედვით, საგარეო დახმარებების მიღების პროცედურა საქართველოში მთავრობასთან კოორდინაციას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც დონორი ქვეყანა დახმარების გამოყოფის გადაწყვეტილებას იღებს, შესაბამისი უწყება (ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო) ვალდებულია მიიღოს მთავრობის თანხმობა გრანტის ასათვისებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები