2025 წლის მესამე კვარტალში ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკა მოსალოდნელზე მეტად, 4.3%-ით გაიზარდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით მეტია ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე.
აღნიშნულ მონაცემებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ეს იმის მაუწყებელია, რომ აშშ-ის ეკონომიკა მდგრადად იზრდება და კორპორაციული სექტორი იმაზე გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ.
მესამე კვარტალის განმავლობაში გაზრდილია როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებლები. ასევე, იმატა ადგილობრივმა წარმოებამ და მოხმარებამ, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიურად აისახება.
დამაკმაყოფილებელი შედეგების ფონზე, არსებობს მოლოდინი, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვი მომდევნო თვეებში მონეტარულ პოლიტიკას დამატებით შეამსუბუქებს, რაც მშპ-ის ზრდას კიდევ უფრო მეტად დააჩქარებს.




























