მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ეკონომიკა პირველ კვარტალში 2%-ით გაიზარდა

აშშ

2026 წლის იანვარ-მარტის პერიოდში აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი დაჩქარდა და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2%-ით გაიზარდა. ამ პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, ირანთან მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ეკონომიკური პროგნოზი კვლავ ბუნდოვანი რჩება.

ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთ მთავარ მამოძრავებელ ძალას სახელმწიფო ხარჯებისა და ინვესტიციების 9.3%-იანი მატება წარმოადგენდა, რამაც მშპ-ის მაჩვენებელს ნახევარ პროცენტზე მეტი დაუმატა.

ამასთან, ბიზნესის მხრიდან ინვესტიციების მოცულობა 8.7%-ით გაიზარდა, რაც დიდწილად ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე სექტორებში გაწეულმა ხარჯებმა განაპირობა.

საცხოვრებელი უძრავი ქონების სექტორში კი ინვესტიციები 8%-ით შემცირდა, რაც 2022 წლის შემდეგ ყველაზე მკვეთრ ვარდნად მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები