აშშ-ის შრომის სტატისტიკის ბიუროს მონაცემებით, ივნისში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურ ჭრილში 3.5%-მდე შემცირდა. არსებული ინფორმაციით, დასახელებული მაჩვენებელი პროგნოზირებულ 3.8%-ზე დაბალი აღმოჩნდა, რაც მაისში დაფიქსირებულ 4.2%-იან ნიშნულთან შედარებით მნიშვნელოვანი კლებაა.
აღსანიშნავია, რომ წინა თვესთან შედარებით ინფლაცია 0.4%-ით შემცირდა, რაც 2020 წლის აპრილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ყოველთვიური ვარდნაა. ანალიტიკოსები ყოველთვიურ ჭრილში ფასების მხოლოდ 0.2%-იან კლებას ვარაუდობდნენ.
პარალელურად, ყოველთვიურ ჭრილში უცვლელი დარჩა საბაზისო ინფლაცია, რომელიც სურსათისა და ენერგომატარებლების ფასებს საერთოდ არ მოიცავს, ხოლო წლიურმა მაჩვენებელმა 2.6% შეადგინა. ანალიტიკოსები ამ მიმართულებით 0.2%-იან ყოველთვიურ და 2.9%-იან წლიურ ზრდას პროგნოზირებდნენ.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ გამოქვეყნებული მონაცემების შემდეგ საფონდო ბირჟებზე პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, სახაზინო ობლიგაციების შემოსავლიანობა კი შემცირდა.
მოსალოდნელზე დაბალი ინფლაცია FED-ის მხრიდან შედარებით რბილი ან ნეიტრალური მონეტარული პოლიტიკის გატარების შანსებს ზრდის.




























