აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მონაცემებით, ივლისის თვეში პერსონალური მოხმარების ხარჯების (PCE) საფასო ინდექსი, რომელსაც აშშ-ის ფედერალური რეზერვი ინფლაციის პროგნოზირების ძირითად ინსტრუმენტად იყენებს, სეზონურად დაკორექტირებული 0.2%-ით გაიზარდა, ხოლო წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა. ორივე მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზებს 0.1 პროცენტული პუნქტით აჭარბებს.
როგორც ირკვევა, სურსათისა და ენერგომატარებლების ცვალებადი ფასების გამოკლებით, Core PCE ინდექსმა შესაბამისად 0.2%-იანი და 3.3%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც მოლოდინებს სრულად შეესაბამება.
რაც შეეხება მონეტარულ პოლიტიკას, აშშ-ის ფედერალური რეზერვის კომიტეტი მორიგ შეხვედრას 15-16 სექტემბერს გამართავს, სადაც უწყება საპროცენტო განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს. ინვესტორები სექტემბერში განაკვეთის შესაძლო ცვლილებას მხოლოდ 33%-იანი ალბათობით აფასებენ და ძირითად ზრდას დეკემბერში ელოდებიან.




























