აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი 2025 წლის მეოთხე კვარტალში მკვეთრად შენელდა და წლიურ ჭრილში მხოლოდ 1.4% შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებული მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამორჩება უოლ-სტრიტის მოლოდინებს, რომელიც 2.8%-ის ფარგლებში იყო.
მესამე კვარტალის 4.4%-იანი ზრდის შემდეგ, ეკონომიკური აქტივობის ასეთი მკვეთრი ვარდნა, ძირითადად განპირობებულია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი ფედერალური მთავრობის შათდაუნით. მთავრობის პარალიზებამ სახელმწიფო ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება გამოიწვია, რამაც პირდაპირი ნეგატიური გავლენა მოახდინა მთლიან შიდა პროდუქტზე.
Bloomberg-ის ანალიზის მიხედვით, ეკონომიკურ შენელებაზე ასევე იმოქმედა მაღალმა საპროცენტო განაკვეთმა, რომელმაც ინვესტიციები და კერძო მოხმარება შეამცირა.
ეს შედეგი დამატებით აძლიერებს იმ არგუმენტს, რომ ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკა დროულად უნდა შეამსუბუქოს.




























