მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს პრემიერმა უთხრა, რომ ელჩი მიუახლოვდა წითელ ხაზს... რაც არ შეესაბამება სიმართლეს - პაპუაშვილი

დანიგანთან შეხვედრა

აშშ-ის ელჩმა თქვა, თითქოს პრემიერმა უთხრა, რომ ელჩი მიუახლოვდა წითელ ხაზს... რაც არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი რამ კობახიძეს რობინ დანიგანისთვის არ უთქვამს.

„აშშ-ის ელჩს ჰქონდა ერთ-ერთ ინტერვიუში და ამბობდა, თითქოს პრემიერმა უთხრა, რომ ელჩი მიუახლოვდა წითელ ხაზს. რაც არ შეესაბამება სიმართლეს და მიკვირს, რატომ გააკეთა მან ასეთი განცხადება. განცხადება იყო ის, რაც ითქვა საჯაროდ, რომ ამ გადაწყვეტილებებით აშშ როგორც სახელმწიფო და არა ელჩი პირადად, პიროვნულ დონეზე ჩვენ არაფერი დაგვყავს ამ მხრივ, აშშ თავისი გადაწყვეტილებით მიუახლოვდა იმ ზღვარს, რომელიც, მნიშვნელოვანია, რომ არ გადაილახოს. მიკვირს, რატომ წარმოაჩინა ქალბატონმა ელჩმა ეს არასწორად, თითქოს მას პირადად ვინმემ უთხრა, რომ მიუახლოვდა წითელ ზღვარს. ეს არც დიპლომატიის ნაწილია და არც არავინ აკეთებს მსგავს შეფასებებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შალვა პაპუაშვილი სავარაუდოდ, გულისხმობს ინტერვიუს, რომელიც ელჩმა „რადიო თავისუფლებას“ მისცა:

„აი, ნახეთ: პრეზიდენტმა ბაიდენმა ამ მიღებაზე მოსაწვევები გაავრცელა 11 სექტემბერს. 17 სექტემბერს, პრემიერ-მინისტრმა საჯარო განცხადებები გააკეთა და ახსენა, რომ ვუახლოვდებით წითელ ხაზს და გააკეთა იმგვარი მინიშნება, რაც შეერთებული შტატების მიერ აღქმული იყო რაღაც ტიპის მუქარად ჩვენს ურთიერთობებთან დაკავშირებით მოქმედებებზე. ამის საპასუხოდ, პრეზიდენტმა და თეთრმა სახლმა მიიღეს გადაწყვეტილება 11 სექტემბერს გაცემული მოწვევის გაუქმებაზე. კიდევ ერთხელ: არის ეს ის მდგომარეობა, რომელშიც შეერთებულ შტატებს სურს ყოფნა? საქართველოს შემდგომი იზოლაცია მისი ყველაზე ძლიერი პარტნიორებისგან და მოკავშირეებისგან, ევროკავშირისგან, ევროკავშირის მიერ მუდმივად ლაპარაკი შეჩერებულ გაწევრიანების პროცესზე - ეს არ არის ის, რაც ჩვენ გვსურს. ვფიქრობ, არსებობს მკაფიო გზა ურთიერთობების სწორ გეზზე დასაბრუნებლად. ვფიქრობ, მთავრობამ იცის, რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ და ვიმედოვნებ, რომ ისინი ამას გააკეთებენ“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები