მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტი ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს

5d9dc23a5f844
მიხეილ ხაჩიძე
09.10.19 21:20
1147
ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი მომდევნო თვეებში ნავთობის ფასების ვარდნას პროგნოზირებს. როგორც ამერიკული ბიზნესგამოცემები უწყებაზე დაყრდნობით იუწყებიან, 2019 წლის მეოთხე კვარტალში Brent ნავთობის ნავთობის ფასი ბარელზე, საშუალოდ $59 იქნება, მაგრამ 2020 წლის მეორე კვარტალში, ბარელზე ნავთობის ღიებულება 57 დოლარამდე დაეცემა.

"ნავთობის მომარაგების ბოლოდროინდელი შეფერხებების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ უახლოეს თვეებში ნავთობის ფასები შემცირდება, რადგან მსოფლიო რეზერვები გაიზრდილია", - ნათქვამია აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის განცხადებაში.

გარდა ამისა, უწყების პროგნოზით, 2020 წლის დასაწყისში, მეორე კვარტალში მოსალოდნელ კლებამდე ცოტა ხნით ადრე, Brent-ის ტიპის ნავთობის ღირებულება საშუალოდ 62 ამერიკული დოლარი იქნება. წლის განმავლობაში კი ნავთობის საშუალო ღირებულება ბარელზე 60 დოლარით განისაზღვრება.
 
ცნობისთვის: ოთხშაბათს Brent-ის ფიუჩერსული ფასი შემცირდა. ლონდონის ICE Futures-ის ბირჟაზე გაცვლითმა ფასმა დღეს დილით, გუშინდელთან შედარებით $0,68-ით დაიკლო და ბარელზე 58 აშშ დოლარი შეადგინა. გუშინ მისი ღირებულება ბარელზე 58,68 აშშ დოლარამდე იყო.
 
რაც შეეხება მეორე პოპულარული ტიპის ნავთობს, WTI–ს ფასი ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ამ დროისთვის 0,26 დოლარით არის დაკლებული და ბარელზე $ 52,38 ღირს. ორშაბათს კი, WTI 52,75 აშშ დოლარამდე ღირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები