მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველმა დეკემბერში განაკვეთის 0.5%-ით გაზრდა არ გამორიცხა

fed

აშშ-ის ფედერალური რეზერვის მმართველი საბჭოს წევრმა, კრისტოფერ უოლერმა განაცხადა, რომ დეკემბრის სხდომაზე საპროცენტო განაკვეთის 0.25%-ით გაზრდას მხარს დაუჭერს.

მან აღნიშნა, რომ ინფლაციის მაჩვენებლების მოულოდნელი დაჩქარების შემთხვევაში, მარეგულირებელმა განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის საკითხიც უნდა განიხილოს.

უოლერის შეფასებით, ასეთ ვითარებაში პოლიტიკის მხოლოდ 25 საბაზისო პუნქტით გამკაცრება ცენტრალური ბანკის სანდოობას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის.

უოლერის განცხადებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ზუსტ ვადას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ბაზრისთვის მიცემული დაპირების გონივრულ პერიოდში შესრულება აუცილებელ პირობად რჩება.

მან აღნიშნა, რომ დაგეგმილი ნაბიჯების გადადგმის გარეშე, ბაზარზე განაკვეთების ზრდის მოლოდინი შემცირდება. ამის გამო კი საბაზრო განაკვეთები დაუყოვნებლივ დაეცემა, რაც მონეტარულ პოლიტიკას არასასურველი მიმართულებით შეარბილებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები