ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. FED-ის კომიტეტის განცხადებით, ქვეყანაში რეფინანსირების განაკვეთი ისევ 5.5%-იან ნიშნულზე შენარჩუნდება.
გამკაცრების პოლიტიკის დროებით შეჩერება პირდაპირ კავშირშია აშშ-ში წლიური ინფლაციის დონის 3.7%-მდე შემცირებასთან, რაც ბოლო ორი წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაზეც FED-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა.
გასათვალისწინებელია, რომ აშშ-ის ფედერალური რეზერვის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპს შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს.