მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერა მიზანშეწონილი და უპრიანი იქნებოდა“ - დავითაშვილი პირდაპირ ფრენებზე

ეკონომიკის მინისტრი

ვიცე-პრემიერის განცხადებით, აშშ-სთან პირდაპირი ფრენების დაწყების მხრივ აშშ-ის ხელისუფლების მხარდაჭერა მიზანშეწონილი და უპრიანი იქნებოდა. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ BMG-ის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობების გასააქტიურებლად საქართველოს მთავრობის ქმედებებს შეეხებოდა.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს დასავლელ პარტნიორთან პირდაპირი ავიამიმოსვლა კომერციულად რთული საკითხია.

„ჩვენ მცდელობას არ ვაკლებთ, მოვიზიდოთ მეტი ხარისხიანი ინვესტიცია ამერიკიდან. მათ შორის, ხელი შევუწყოთ პირდაპირ ფრენებს - ჩვენ მზაობას ვაფიქსირებთ, რომ ინფრასტრუქტურული ცვლილებები, რაც ჩვენს აეროპორტებშია საჭირო, განვახორციელოთ, თუმცა გვჭირდება მოხმარება, რადგან მხოლოდ ჩვენი ძალისხმევა საკმარისი არ არის. გვესმის, რომ საწყის ეტაპზე, კომერციულად შეიძლება ახალი პირდაპირი ფრენების დაწყება იყოს რთული, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სავაჭრო - ეკონომიკური, ტურისტული, ხალხთა შორის ურთიერთობების წასახალისებლად. აქაც აშშ - ის ხელისუფლების მხარდაჭერა იქნებოდა მიზანშეწონილი და უპრიანი, განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები ვართ და ორივე მხარეს აქვს სურვილი, ეს ურთიერთობები გააღრმაოს, მათ შორის, ეკონომიკური თვალსაზრისით,“ - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები