ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა შაბათს დილით მხარი დაუჭირა მთავრობის 1.2 ტრილიონი დოლარით დაფინანსების კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, ფედერალური უწყებები სრული ფისკალური წლის განმავლობაში, რომელიც კიდევ 6 თვეს გაგრძელდება, დაფინანსდებიან. კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტ ჯო ბაიდენს გაეგზავნა - წერს Reuters-ი.
დაფინანსების პროექტი 74 ხმით 24-ის წინააღმდეგ დამტკიცდა. შესაბამისად, მთავარი ფედერალური უწყებები, მათ შორის უსაფრთხოების, სამართლის, სახელმწიფო და სახაზინო დეპარტამენტები 30 სექტემბრამდე სენატისგან 1.2 ტრილიონ დოლარს მიიღებენ.
დაფინანსების კანონპროექტი არ ითვალისწინებს უკრაინის, ტაივანის ან ისრაელისთვის სამხედრო დახმარებას, რაც რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელთა პალატის მიერ იგნორირებულ და სენატის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში იყო გაწერილი.