დემოკრატების მხრიდან ხმამაღალი კრიტიკის მიუხედავად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ოთხშაბათს, 892.6 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის კანონპროექტი მიიღო.
კონგრესმა 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტი 231 ხმით 196-ის წინააღმდეგ დაამტკიცა.
პროექტი ითვალისწინებს სამხედრო მზადყოფნის გაძლიერებას და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასების გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის 2026 წლის თავდაცვის ბიუჯეტში გათვალისწინებულია 400 მილიონი აშშ დოლარი უკრაინისთვის.




























