მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მოსახლეობის 47% ელექტრომობილის შეძენას არ აპირებს

ელექტრომობილები

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ელექტრომობილების ინდუსტრია ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება, რომლის მხარდაჭერისთვის ქვეყნის მთავრობა ყოველწლიურად მილიარდებს გამოყოფს, საგადასახადო შეღავათებს აწესებს, სუბსიდიებს გასცემს, დამტენებს ამონტაჟებს და მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. ვაშინგტონის ძალისხმევის მიუხედავად, ფაქტია, რომ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ისეთი მაღალი არ არის, როგორსაც ინდუსტრიის ექსპერტები და ინვესტორები ხუთი წლის წინ მოელოდნენ.

ცოტა ხნის წინ, ჩიკაგოს უნივერსიტეტის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ჩაატარა, რომლის თანახმად, ამერიკის მოსახლეობის 47% ელექტრომობილის ყიდვას არ აპირებს.

გამოკითხულთა მხოლოდ 19% ამბობს, რომ მისი მომდევნო ავტომობილი, მაღალი ალბათობით, ელექტრონული იქნება. კვლევაში მონაწილეთა 22% კი ფიქრობს, რომ ელექტრომობილის შეძენის პერსპექტივას, გარკვეულწილად, განიხილავს.

გამოკითხულთა უმრავლესობა ამბობს, რომ ელექტრომობილებს ზედმეტად მაღალი ფასები აქვთ, მათი გამოყენება და მომსახურება კი ისეთ სირთულეებთანაა დაკავშირებული, რომ მათ ჰიბრიდული ან შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილის შეძენა ურჩევნიათ.

ასევე, გამოკითხულთა 70% ამბობს, რომ ელექტრომობილები ზედმეტად ნელა იმუხტებიან, რაც მათთვის არაკომფორტულია, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სახლის პირობებში EV-ის 0-დან 100%-მდე დამუხტვას თითქმის მთელი დღე სჭირდება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ პრეზიდენტად გახდომიდან მალევე ბაიდენმა 2030 წლის მიზანი განსაზღვრა და განაცხადა, რომ ამ დროისათვის ქვეყანაში არსებული ავტომობილების მინიმუმ 50% ელექტრონული უნდა ყოფილიყო, თუმცა თუ მომდევნო წლებში სასწაული არ მოხდება, ეს პროგნოზი ვერასგზით ვერ გამართლდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები