მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის მთავრობა SAMSUNG-ს $6 მილიარდის სუბსიდიას მისცემს

Samsung

სამხრეთ კორეული Samsung-ი ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხრიდან 6 მილიარდი დოლარის მოცულობის სუბსიდიას მიიღებს, რომელიც მოიცავს როგორც საგადასახადო შეღავათებს, ასევე პირდაპირ გრანტებს.

ვაშინგტონის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმის მიზანი ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული ჩიპების და ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიის განვითარებაა, ამ სექტორში კი Samsung-ს ბაზრის მნიშვნელოვანი წილი უჭირავს.

სუბსიდიის სანაცვლოდ, Samsung-მა აშშ-ის ეკონომიკაში 44 მილიარდი დოლარის ინვესტიცია უნდა ჩადოს და ტეხასის მასშტაბით ახალი საწარმო უნდა ააშენოს, რომელიც სწორედ ნახევარგამტარებზე იქნება გათვლილი.

ე.წ. CHIPS Act-ის ფარგლებში, აშშ-ის მთავრობამ უკვე გასცა მრავალმილიარდიანი სუბსიდიები TSMC-ზე, Intel-სა და სხვა ტექნოლოგიურ კომპანიებზე, რომლებიც ნახევარგამტარების წარმოების ინდუსტრიაში მოღვაწეობენ. თავად ამ სექტორს ამერიკისთვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს და სწორედ ამიტომ ზესახელმწიფო ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მოპოვებას და თვითკმარი ეკოსისტემის შექმნას ცდილობს, რათა მიწოდების ჯაჭვის ჩავარდნით მისმა გეოპოლიტიკურმა მეტოქეებმა, მათ შორის, ჩინეთმა და რუსეთმა ბოროტად არ ისარგებლონ.