მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ნახევარგამტარების წარმოებისთვის ჩინეთმა რეკორდული $40 მილიარდის დანადგარები იყიდა

ჩიპი ჩინეთი

აშშ-ის სანქციების ამოქმედების ფონზე, ჩინეთის ხელისუფლება ეროვნული წარმოების გააქტიურებას და ნახევარგამტარების ინდუსტრიაში ლიდერობის მოპოვებას ცდილობს. სწორედ ამიტომ გასულ 2023 წელს ჩინეთმა რეკორდული 40 მილიარდი დოლარის ღირებულების დაზგა-დანადგარები შეიძინა.

მთავრობის გეგმის თანახმად, ჩინეთში ნახევარგამტარების ინდუსტრია გარე სამყაროსგან დამოუკიდებელი უნდა გახდეს და ქვეყანას დამოუკიდებლად უნდა შეეძლოს როგორც ჩიპების დიზაინის შექმნა, ასევე მათი წარმოება და პროგრამულად უზრუნველყოფა. აქამდე ამ პროცესში ამერიკული და ევროპული კომპანიებიც იყვნენ ჩართულნი, თუმცა, როგორც ჩანს, დამოკიდებულების ამ ჯაჭვში პეკინი გეოპოლიტიკურ საფრთხეს ხედავს, ამიტომაც ჩიპების საწარმოო დანადგარების იმპორტი ერთ წელიწადში 14%-ით გაიზარდა.

ექსპერტების შეფასებით, რამდენიმე წელიწადში ჩინეთი მართლაც შეძლებს ჩიპების წარმოების კუთხით დამოუკიდებლობის მოპოვებას, რაც აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს აზრს დაუკარგავს, რადგან ჩინეთი მაინც შეძლებს ნებისმიერი სიმძლავრის და სირთულის ნახევარგამტარების შექმნას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები