მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 1982 წლის შემდეგ ყველაზე მეტად შემცირდა

ნავთობის რეზერვი

აშშ-ის ნავთობის სტრატეგიული რეზერვი 282.2 მილიონ ბარელამდე შემცირდა. აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, მარაგების მოცულობამ 1982 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ ერთ კვირაში ქვეყნის სტრატეგიული რეზერვები დაახლოებით 400,000 ბარელით შემცირდა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის სტრატეგიულმა მარაგებმა 1982 წლის შემდეგ რეკორდულად დაბალ დონემდე კლება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოდან დაიწყო. ოქტომბრის დასაწყისში კი მაჩვენებელი 283 მილიონ ბარელამდე დავიდა. შედარებისთვის, ამაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლოს 1982 წლის 15 ოქტომბერს დაფიქსირდა. მაშინ რეზერვების მოცულობა 280.802 მილიონ ბარელს შეადგენდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები