მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლოკადის დარღვევის გამო, აშშ-ის სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეში გემს ცეცხლი გაუხსნეს

ჰორმუზის სრუტე

ამერიკულმა სამხედრო თვითმფრინავმა ცეცხლი გაუხსნა პალაუს დროშის ქვეშ მცურავ გემს, რომელმაც ირანის პორტებზე ვაშინგტონის მიერ დაწესებული ბლოკადა დაარღვია - ამის შესახებ თავად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს.

მათი თქმით, გემ Pacific Archer-ს "მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალით" დაარტყეს, როდესაც ხომალდი ბლოკადის გარღვევას ცდილობდა.

"გემის სამოძრაო სისტემა საბოლოოდ მწყობრიდან გამოვიდა, სამოქალაქო ეკიპაჟი კი არ დაშავებულა", - ნათქვამია აშშ-ის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, გემი ჰორმუზის სრუტის პორტ ბანდარ აბასიდან გავიდა, რის შემდეგაც იგი ომანის ყურეში სწრაფად დააკავეს.

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ ის "განაგრძობს ბლოკადის მკაცრ აღსრულებას", რის შედეგადაც უკვე მოხერხდა ექვსი გემის მწყობრიდან გამოყვანა და კიდევ 158 ხომალდისთვის მარშრუტის შეცვლა.

ჰორმუზის სრუტეში აშშ-ის ეს ბლოკადა ივლისის შუა რიცხვებიდან მოქმედებს.

თავის მხრივ, ჰორმუზის სრუტეში ტრანზიტით მოძრავ გემებზე საკუთარ ბლოკადას ინარჩუნებს ირანიც. ბოლო კვირებში ქვეყნის ძალებმა ხანძრის გაჩენის შესახებ განაცხადეს არაერთ გემზე, რომლებიც თეირანის მიერ აკრძალული მარშრუტების გამოყენებას ცდილობდნენ.

ორშაბათს ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ესმაილ ბაღაიმ პირობა დადო, რომ აშშ-ის ბლოკადის წინააღმდეგ ქვეყნის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას გამოიყენებენ.

ირანის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე შესაძლოა ორ დღეში გაიხსნას, თუ აშშ მის მოთხოვნებს დათანხმდება, რაც მათ შორის ბლოკადის მოხსნასაც ითვალისწინებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები