ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეში სამ ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა. უწყებამ განმარტა, რომ ხომალდები დადგენილ წესებს არ ემორჩილებოდნენ. შესაბამისად, ისინი არალეგალურ არხში შევიდნენ და გადაადგილებისას აფეთქდნენ.
აღსანიშნავია, რომ თეირანს ტანკერების სახელები და მათი კუთვნილება არ დაუკონკრეტებია.
UKMTO-ს ცნობით, ომანის სანაპიროსთან, ხასაბის მახლობლად, ცეცხლმოკიდებული ტანკერიდან ეკიპაჟის ევაკუაცია განხორციელდა. 22 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა ომანის ყურეში მოხვედრილი ცეცხლმოკიდებული ხომალდიდანაც. რაც შეეხება მესამე გემს, მასზე ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
შეგახსენებთ, ჰორმუზის სტრატეგიულ სრუტეზე გლობალური ნავთობმოხმარების დაახლოებით მეხუთედი მოდის. თებერვალში დაწყებული ომის შემდეგ თეირანმა ამ გზაზე მიმოსვლა მკვეთრად შეზღუდა, რის საპასუხოდაც აშშ-მა ირანულ პორტებს საზღვაო ბლოკადა დაუწესა.
























