მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში რამდენიმე ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმებზე აფეთქდა

აფეთქება ჰორმუზის სრუტეში

ჰორმუზის სტრატეგიული სრუტის სამხრეთ გასასვლელში რამდენიმე მძლავრი აფეთქება მოხდა.

როგორც მედია წერს, მომხდარი აფეთქებები სავარაუდოდ გამოიწვია საზღვაო ნაღმებმა, რომლებსაც რამდენიმე ნავთობმზიდი ტანკერი შეეჯახა.

ირანის სახელმწიფო მაუწყებელ IRIB-ის სამხედრო წყაროების ცნობით, ხომალდები ოფიციალური თეირანის მიერ ნებადართული დერეფნების ნაცვლად, შეუთანხმებელი საზღვაო მარშრუტებით გადაადგილდებოდნენ. საყურადღებოა, რომ გავრცელებულ ინფორმაციაში ინციდენტში მოხვედრილი ხომალდების ზუსტი რაოდენობა, მათი ვინაობა ან შესაძლო მსხვერპლისა და ზარალის მასშტაბები არ არის დაკონკრეტებული.

ცნობისთვის, ინციდენტი ჰორმუზის სრუტეში გამწვავებული სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე მოხდა. მანამდე ირანის ხელისუფლებამ საერთაშორისო საზღვაო ხომალდები თეირანის მიერ შეუთანხმებელი მარშრუტებით გადაადგილების გამო მკაცრად გააფრთხილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები