მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჰორმუზის სრუტეში ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა

ჰორმუზის სრუტე

ჰორმუზის სრუტის აღმოსავლეთ ნაწილში, შეზღუდული გადაადგილების ზონაში მოძრაობისას, კიდევ ერთი ნავთობტანკერი საზღვაო ნაღმზე აფეთქდა.

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ინციდენტი წესების დამრღვევი გემის მიერ ნაღმის შეჯახებას მოჰყვა, რამაც აფეთქება და ხანძარი გამოიწვია.

თეირანში აღნიშნავენ, რომ ქვეყნის სამხედრო-საზღვაო ძალები აღმოსავლეთ ჰორმუზის სრუტეში ვითარებას სრულად აკონტროლებენ. ამასთან, ოფიციალური უწყების განმარტებით, გემთმფლობელებს არაერთხელ განემარტათ, რომ სრუტეში უსაფრთხო ნავიგაცია ირანის შეიარაღებულ ძალებთან პირდაპირ კოორდინაციასა და საზღვაო რეგულაციების მკაცრ დაცვას მოითხოვს.

ინფორმაციისთვის, ინციდენტი შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის განახლებული იმ ესკალაციის ფონზე მოხდა, რომელიც 8 ივლისს მკვეთრად გამწვავდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები