მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის რომელი შტატებია კლიმატური პირობების მხრივ ყველაზე უსაფრთხო/სახიფათო?

შტატები

Climate Central-ის მონაცემებზე დაყრდნობით, “კლიმატის ცვლილების რისკის ინდექსი” გამოქვეყნდა, რომელიც აჩვენებს, ამერიკის შეერთებული შტატების რომელი რეგიონები არიან კლიმატის ცვლილებისადმი ყველაზე მოწყვლადი და რომელ შტატებზე აქვს მეოთხე კატეგორიის ქარიშხალი “ჰელენის” მსგავს კლიმატურ კატასტროფებს ყველაზე ნაკლები გავლენა.

ახალი ინდექსი ამერიკის 48 შტატის შეფასებას აერთიანებს, რადგან ალასკასა და ჰავაიში მსგავსი მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის - კვლევა აჩვენებს, კლიმატის ცვლილებას მოსახლეობაზე ყველაზე მწვავე გავლენა რომელ შტატებში აქვს.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე მოწყვლადი 10 შტატიდან 9 სამხრეთში მდებარეობს, მათი უმრავლესობა კი სანაპირო ზოლზეა გაშენებული. ჩრდილო აღმოსავლეთში კი ყველაზე უსაფრთხო შტატებია, რომელთა შორისაც TOP 3 პოზიციაზე ვერმონტი, ნიუ-ჰემპშირი და მასაჩუსეტსი ხვდებიან.

კვლევამ გამოავლინა 7 შტატი, რომლის მოსახლეობაც კლიმატის ცვლილების 5 მთავარ შედეგს საკუთარ თავზე გამოცდის: ფლორიდაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ კაროლინაში, ორეგონში, ტეხასში, ვაშინგტონსა და კალიფორნიაში არსებობს რისკები ექსტრემალური სიცხის, გვალვის, დატბორვის, ტყის ხანძრების გაჩენის და საზღვაო შტორმების. შესაბამისად, შვიდივე შტატმა ინდექსით მაღალი შეფასება დაიმსახურა.

კვლევის თანახმად, შუააღმოსავლეთი ასევე უსაფრთხოა კლიმატის მიგრანტებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ინდექსის ანგარიშის თანახმად, არ არსებობს შტატი, რომელიც კლიმატის ცვლილების შედეგებს საკუთარ თავზე არ გამოცდის: შეფასებულ 48-ვე შტატში მოსალოდნელია ტემპერატურის ზრდა, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები