მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აშშ-ის რვა შტატმა OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა

OpenAI

ამერიკის შეერთებული შტატების რვა შტატმა ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიის გიგანტ OpenAI-ს სასამართლოში უჩივლა.

საყურადღებო ფაქტია, რომ სარჩელები შტატების სასამართლოებში აიოვამ, კანზასმა, არიზონამ, არკანზასმა, აიდაჰომ, მონტანამ, ნებრასკამ და დასავლეთ ვირჯინიამ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიტანეს.

შტატების გენერალური პროკურორები ამტკიცებენ, რომ ChatGPT-ი საკუთარ მომხმარებლებს, მათ შორის მოზარდებს, თვითდაზიანებისკენ ან სხვებისათვის ზიანის მიყენებისკენ უბიძგებს.

მოსარჩელე მხარის განმარტებით, ჩეთბოტი მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად ზედმეტად ლოიალურად არის შექმნილი, თუმცა ის მავნე ილუზიებს აღრმავებს, სახიფათო ქცევას ახალისებს და მომხმარებლებს მასობრივი სროლების დაგეგმვაშიც კი ეხმარება.

შეტანილი სარჩელების თანახმად, შტატები ტექნოლოგიურ კომპანიას ადგილობრივი მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობის დარღვევაში ადანაშაულებენ. პროკურორების განცხადებით, OpenAI-ს მომხმარებლები სისტემის რეალურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეცდომაში შეგნებულად შეჰყავს და მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შექმნით საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ზიანს.

მოსარჩელეები კომპანიისგან ფინანსური ჯარიმების გადახდას და მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ სამართლებრივი მოთხოვნა ChatGPT-ის მუშაობის პრინციპების ფუნდამენტურ შეცვლასაც ითვალისწინებს. შტატების ხელისუფლება სასამართლოსგან ისეთი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვს, რომელიც კომპანიას მოდელების შექმნას მანამ აუკრძალავს, სანამ ის მათი ადამიანურ ღირებულებებთან სრულ შესაბამისობას არ დაადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები